P-polls Privacy Policy
კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Georgian Version)
ბოლო განახლების თარიღი: 30-09-2025
1. შესავალი
მოგესალმებით! ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ამუშავებს შპს "სმარტ სოლუშენი" (ს/კ: 406217945) (შემდგომში "ჩვენ", "Ppolls") მონაცემებს თავისი პროდუქტის, ციფრული პლატფორმა "Ppolls"-ის (მობილური აპლიკაცია და ვებ-ადმინ პანელი) მეშვეობით.
"Ppolls" წარმოადგენს ინსტრუმენტს (შუამავალ პლატფორმას) ორგანიზაციებისთვის (შემდგომში "კლიენტი"), რათა მათ შეაგროვონ, შეინახონ და დაამუშაონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად.
ეს პოლიტიკა ეხება კლიენტი ორგანიზაციების თანამშრომლებს (შემდგომში "მომხმარებელი", "თქვენ"), რომლებიც იყენებენ "Ppolls"-ის აპლიკაციას თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად.
Pepoll-ის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა, რის გამოც ვამუშავებთ მათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (www.personaldata.ge).
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს დოკუმენტი. თუ არ ეთანხმებით ამ პოლიტიკის პირობებს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ აპლიკაცია.
2. მხარეთა როლები და პასუხისმგებლობები
მნიშვნელოვანია, გვესმოდეს მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართული მხარეების როლები:
- მონაცემთა კონტროლიორი (Data Controller): ჩვენი კლიენტი ორგანიზაცია არის მონაცემთა კონტროლიორი. ეს ნიშნავს, რომ კლიენტი განსაზღვრავს, თუ რა სახის პერსონალური მონაცემები შეგროვდება (მაგალითად, რესპონდენტების სახელი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.), რა მიზნით და რა სამართლებრივი საფუძვლით. კლიენტია პასუხისმგებელი ამ მონაცემების კანონიერად შეგროვებასა და გამოყენებაზე.
- მონაცემთა დამმუშავებელი (Data Processor): "Ppolls" (შპს "სმარტ სოლუშენი") არის მონაცემთა დამმუშავებელი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ პლატფორმას (აპლიკაციასა და ადმინ-პანელს), რომლის საშუალებითაც კლიენტი აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კლიენტი ორგანიზაციის ინსტრუქციების შესაბამისად.
3. რა ინფორმაცია გროვდება "Ppolls"-ის მეშვეობით
ჩვენ ვამუშავებთ ორი ძირითადი კატეგორიის ინფორმაციას:
ა) ინფორმაცია, რომელსაც კლიენტი აგროვებს ჩვენი პლატფორმის გამოყენებით ("კლიენტის მონაცემები"):
ეს არის მონაცემები, რომლებსაც თქვენ (მომხმარებელი) აგროვებთ აპლიკაციით კლიენტი ორგანიზაციის დავალებით. ეს მონაცემები ინახება კლიენტის მიერ კონტროლირებად სერვერზე. "Ppolls" მხოლოდ ტექნიკურად უზრუნველყოფს ამ მონაცემების შეგროვებასა და გადაცემას. ასეთი მონაცემები შეიძლება მოიცავდეს:
- რესპონდენტების პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც კლიენტი ითხოვს.
- გეოლოკაციის მონაცემები (GPS): ზუსტი მდებარეობა, სადაც ხდება პრობლემის, აქტივობის ან გამოკითხვის დაფიქსირება.
- მედია ფაილები: ფოტოები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც იქმნება აპლიკაციის მეშვეობით.
- გამოკითხვისა და კვლევის შედეგები: პასუხები კითხვარებზე, ეგზიტპოლის შედეგები, მოსახლეობის განწყობები და სხვა.
- არჩევნების მონიტორინგის მონაცემები: ამომრჩეველთა აქტივობა, დაფიქსირებული დარღვევები, საარჩევნო უბნის საბოლოო შედეგები.
ბ) ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ სერვისის ფუნქციონირებისთვის:
ეს არის ინფორმაცია, რომელიც გვჭირდება "Ppolls"-ის გამართული მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:
- მომხმარებლის ანგარიშის ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელფოსტა, პაროლი და სხვა მონაცემები, რომელსაც კლიენტი ორგანიზაცია გვაწვდის თქვენთვის ანგარიშის შესაქმნელად.
- მოწყობილობისა და გამოყენების მონაცემები: ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის შესახებ (მოდელი, ოპერაციული სისტემა), აპლიკაციის გამოყენების სტატისტიკა (რომელ მოდულებს იყენებთ, სისტემური ხარვეზების ანგარიშები - Crash Reports), რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი.
4. როგორ გამოიყენება შეგროვებული ინფორმაცია
- "კლიენტის მონაცემები" გამოიყენება მხოლოდ კლიენტი ორგანიზაციის მიერ, მათივე მიზნებისთვის, როგორიცაა: სოციოლოგიური კვლევა, პოლიტიკური კამპანიის წარმოება, სადამკვირვებლო საქმიანობა, მხარდამჭერების მობილიზება და ა.შ. "Ppolls"-ს არ აქვს წვდომა ამ მონაცემების შინაარსზე და არ იყენებს მას საკუთარი მიზნებისთვის.
- ჩვენ მიერ შეგროვებული სერვისის მონაცემები გამოიყენება:
- "Ppolls"-ის პლატფორმის გამართული მუშაობის, მართვისა და გაუმჯობესებისთვის.
- თქვენი, როგორც მომხმარებლის, ავთენტიფიკაციისთვის.
- ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
- უსაფრთხოებისა და თაღლითობის პრევენციისთვის.
5. ვის ვუზიარებთ ინფორმაციას
- კლიენტ ორგანიზაციას: ყველა "კლიენტის მონაცემი", რომელსაც თქვენ აგროვებთ აპლიკაციის მეშვეობით, ავტომატურად გადაეცემა და ხელმისაწვდომია იმ კლიენტი ორგანიზაციისთვის, რომლის თანამშრომელიც ხართ.
- მესამე მხარის სერვის-პროვაიდერები: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სანდო მესამე მხარის სერვისები ჩვენი პლატფორმის ფუნქციონირებისთვის, მაგალითად, Google Maps და მასთან დაკავშირებული სერვისები გეოლოკაციის ფუნქციონალისთვის. ასეთ პროვაიდერებს წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მონაცემებზე, რაც აუცილებელია მათი სერვისის შესასრულებლად და ვალდებულნი არიან, დაიცვან კონფიდენციალურობა.
- სამართლებრივი მოთხოვნისას: ჩვენ შეიძლება გავცეთ ინფორმაცია კანონის მოთხოვნის, სასამართლო გადაწყვეტილების ან სხვა სამართლებრივი პროცესის საფუძველზე.
ჩვენ არ ვყიდით და არ ვასხვისებთ "კლიენტის მონაცემებს" ან მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას.
6. აპლიკაციის ნებართვები (App Permissions)
"Ppolls"-ის გამართული მუშაობისთვის, აპლიკაცია ითხოვს წვდომას თქვენი მოწყობილობის შემდეგ ფუნქციებზე:
- გეოლოკაცია (GPS): აუცილებელია პრობლემის, აქტივობის ან გამოკითხვის ზუსტი ადგილმდებარეობის დასაფიქსირებლად და რუკაზე ასასახად.
- კამერა (ფოტო/ვიდეო გადაღება): გამოიყენება პრობლემების, საარჩევნო ინციდენტების და სხვა მოვლენების ვიზუალური მასალის შესაქმნელად.
- მიკროფონი (აუდიო ჩაწერა): გამოიყენება ხმოვანი ჩანაწერების გასაკეთებლად (მაგ., ინტერვიუს ან ინციდენტის აღწერისას).
- ფაილების საცავი (Storage) და გალერეა: საშუალებას გაძლევთ, ატვირთოთ უკვე არსებული ფოტო/ვიდეო ფაილები ან შეინახოთ აპლიკაციით შექმნილი ახალი ფაილები.
თქვენ აკონტროლებთ ამ ნებართვებს თქვენი მოწყობილობის პარამეტრებიდან. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ნებართვაზე უარის თქმამ შეიძლება შეზღუდოს აპლიკაციის ფუნქციონალის სრულყოფილად გამოყენება.
7. მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ ზომებს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დასაცავად არაავტორიზებული წვდომის, დაკარგვის ან ცვლილებისგან. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის არც ერთი მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო.
"კლიენტის მონაცემების" უსაფრთხოებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა კონტროლიორს - კლიენტ ორგანიზაციას.
8. თქვენი უფლებები
- მომხმარებლის (თანამშრომლის) უფლებები: თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული საკითხების (მაგ., პაროლის შეცვლა, ანგარიშის დეაქტივაცია) სამართავად, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს დამსაქმებელ კლიენტ ორგანიზაციას.
- რესპონდენტის (მოქალაქის) უფლებები: იმ პირებმა, ვისი პერსონალური მონაცემებიც შეგროვდა "Ppolls"-ის მეშვეობით, თავიანთი უფლებების (მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა და ა.შ.) რეალიზაციისთვის უნდა მიმართონ უშუალოდ იმ ორგანიზაციას (პოლიტიკურ პარტიას, კვლევით ცენტრს და ა.შ.), რომელმაც შეაგროვა ეს მონაცემები.
9. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები ამ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ აპლიკაციის მეშვეობით ან სხვა მისაღები საკომუნიკაციო არხით.
10. დაგვიკავშირდით
თუ გაგიჩნდათ კითხვები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან "Ppolls"-ის, როგორც მონაცემთა დამმუშავებლის, პრაქტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
- შპს "სმარტ სოლუშენი"
- ელფოსტა: support@ppolls.ge
- ტელეფონის ნომერი: +995598600300
Privacy Policy (English Version)
Last Updated: 30-09-2025
1. Introduction
Welcome! This Privacy Policy explains how SMART SOLUTION LLC (Identification Number: 406217945) (hereinafter "we," "us," "our," or "Ppolls") processes data through its product, the "Ppolls" digital platform, which consists of a mobile application and a web-admin panel.
"Ppolls" is an instrument (an intermediary platform) designed for organisations (hereinafter "the Client") to help them collect, store, and process information to enhance the effectiveness of their operations.
This policy applies to the employees of our Client Organisations (hereinafter "User," "you"), who use the "Ppolls" application to perform their work-related duties.
By using Pepoll, you confirm that you have read and agree to this Privacy Policy.
Protecting the confidentiality of your personal data is important to us, which is why we process it in accordance with the requirements of Georgian legislation, including the Law of Georgia on Personal Data Protection (www.personaldata.ge).
Please read this document carefully. If you do not agree with the terms of this policy, please do not use the application.
2. Roles and Responsibilities of the Parties
It is important to understand the roles of the parties involved in data processing:
- Data Controller: Our Client Organisation is the Data Controller. This means the Client determines what personal data is collected (e.g., respondent's name, phone number, etc.), for what purpose, and on what legal basis. The Client is responsible for the lawful collection and use of this data.
- Data Processor: "Ppolls" (SMART SOLUTION LLC) is the Data Processor. We provide the technical platform (the application and admin panel) that enables the Client to collect and process data. We act solely on behalf of and in accordance with the instructions of the Client Organization.
3. Information Collected Through "Ppolls"
We process two main categories of information:
a) Information Our Client Collects Using Our Platform ("Client Data"):
This is the data that you (the User) collect via the application as instructed by the Client Organization. This data is stored on a server controlled by the Client. "Ppolls" only provides the technical means for its collection and transmission. Such data may include:
- Personal Data of Respondents: Name, surname, phone number, date of birth, address, and other information requested by the Client.
- Geolocation Data (GPS): The precise location where a problem, activity, or survey is recorded.
- Media Files: Photos, videos, and audio recordings created through the application.
- Survey and Research Data: Responses to questionnaires, exit poll results, public opinions, and more.
- Election Monitoring Data: Voter turnout, recorded violations, and final results from polling stations.
b) Information We Collect for Service Functionality:
This is information we need to ensure the proper functioning and security of the "Ppolls" platform:
- User Account Information: Name, surname, email, password, and other data provided by the Client Organization to create an account for you.
- Device and Usage Data: Information about your device (model, operating system), application usage statistics (which modules you use, system crash reports) to improve our service.
4. How the Information Is Used
- "Client Data" is used exclusively by the Client Organization for its own purposes, such as sociological research, political campaigns, monitoring activities, supporter mobilization, etc. Ppolls does not access the content of this data and does not use it for its own purposes.
- The service data we collect is used to:
- Operate, maintain, and improve the "Ppolls" platform.
- Authenticate you as a User.
- Provide technical support.
- Ensure security and prevent fraud.
5. How We Share Information
- With the Client Organization: All "Client Data" you collect through the application is automatically transferred to and accessible by the Client Organization you are employed by.
- Third-Party Service Providers: We may use trusted third-party services for our platform's functionality, such as Google Maps and its related services for geolocation features. These providers only have access to the data necessary to perform their services and are obligated to protect its confidentiality.
- For Legal Reasons: We may disclose information if required by law, court order, or other legal process.
We do not sell or lease "Client Data" or the personal information of our Users.
6. App Permissions
For "Ppolls" to function correctly, the application requests access to the following features on your device:
- Geolocation (GPS): Necessary to record the precise location of a problem, activity, or survey and display it on a map.
- Camera (Photo/Video Capture): Used to create visual evidence of problems, election incidents, and other events.
- Microphone (Audio Recording): Used to make audio recordings (e.g., when recording an interview or describing an incident).
- File Storage and Gallery: Allows you to upload existing photo/video files or save new files created with the app.
You control these permissions through your device settings. Please note that denying certain permissions may limit your ability to use the application's full functionality.
7. Data Security
We implement administrative, technical, and physical security measures to protect the information in our possession from unauthorized access, loss, or alteration. However, please note that no method of transmission over the Internet or electronic storage is 100% secure.
The ultimate responsibility for the security of "Client Data" lies with the Data Controller—the Client Organization.
8. Your Rights
- User (Employee) Rights: To manage issues related to your account (e.g., changing your password, deactivating your account), please contact your employer, the Client Organization.
- Respondent (Data Subject) Rights: Individuals whose personal data was collected via "Ppolls" should direct their requests to exercise their rights (access to data, correction, deletion, etc.) directly to the organization (the political party, research center, etc.) that collected the data.
9. Changes to This Privacy Policy
We reserve the right to modify this Privacy Policy from time to time. If we make material changes, we will notify you through the application or another acceptable communication channel.
10. Contact Us
If you have any questions about this Privacy Policy or the practices of "Ppolls" as a Data Processor, please contact us:
- SMART SOLUTION LLC; Ppolls
- Email: support@ppolls.ge
- Mobile Number: +995598600300